ჩემი ბლოკნოტები
ერთ დღეს, ჩემი სამუშაო კუთხის დალაგებისას, აღმოვაჩინე, რომ ბევრი, სრულიად ახალი რვეული მქონდა შენახული, რომლებიც გამოუყენებელი იყო :) ამ ფაქტმა დიდად გამახარა, გახარებულმა მივაშურე ჩემს შვილებს და საზეიმო ვითარებაში გადავეცი რვეულები... მაგრამ თურმე სულ ტყულად მიხაროდა, ორივემ დამიწუნა :( მითხრეს რომ ვერაფერში გამოიყენებდნენ მათ. სხვა რა გზა იყო? დავიწყე ფიქრი ძველი რვეულების ახალ ბედზე...
... და სწორედ ამ დროს, რაღაც ბედად დამჭირდა ჩანაწერების გაკეთება, რისთვისაც აუცილებელი იყო ერთი დიდი ბლოკნოტი, რომელიც ბევრ ინფორმაციას დაიტევდა, თან მინდოდა, განსხვავებული ყოფილიყო, საინტერესო, კრეატიული (მომწონს ეს სიტყვა), თან ისეთი, ჩემ ხასიათს რომ აჩვენებდა... მოკლედ, დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი საკუთარი ბლოკნოტი დამემზადებინა, ერთადერთი და განუმეორებელი :)
აი რა გამოვიდა...
ამ საქმიანობამ იმდენად გამიტაცა, რომ უკვე ერთი კი არა, ბლოკნოტების მთელი კოლექცია დამიგროვდა :)
და ახლა ვიწყებ კულინარული რეცეპტების ბლოკნოტზე მუშაობას.
მომავალ შეხვედრამდე... :)
Kochagh Nana Masts :))))))))))
ОтветитьУдалитьsheicvala dro :) aqamde tu me veubnebodi moswavleebs "kochag"s exla matgan mesmis, rac dzalian sasiamovnoa, gaixare masho :*
Удалитьვაუ ძალიან მაგარია :)))
ОтветитьУдалить