среда, 30 октября 2013 г.

ორიგამი და გეომეტრია

პროექტის სახელი: ორიგამი და გეომეტრია 

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან გეომეტრიულ უნარ-ჩვევებს, საგნების და ფიგურების სახვადასხვა კონსტრუქციებსა და აგებულებას, ისწავლიან  თუ როგორ განსაზღვრონ შესასრულებელ ოპერაციათა თანმიმდევრობა მიზნის ადვილად მისაღწევად.



პროქტის სრული აღწერა: იმისათვის, რომ მოსწავლემ მიიღოს სრულყოფილი განათლება საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ საგნებში, მას უნდა ჰქონდეს სათანადო მათემატიკური განათლება. ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნა? ეს რთული და მნიშვნელოვანი პრობლემაა. მისი სირთულე იმით აიხსნება, რომ არ არსებობს საერთო მეთოდი (ალგორთმი) რომლის შესწავლა განაპირობებს ნებისმიერი ამოცანის ამოხსნას. მათემატიკაში და კერძოდ გეომეტრიაში ამოცანები მრავალგვარია. ისინი იყოფიან კლასებად: აგებაზე, გამოანგარიშებაზე, დამტკიცებაზე. ამ პროექტით მოსწავლეები ამოცანების ამოხსნის ორიგინალურ მეთოდს გაეცნობიან. თავდაპირველად შევასწავლი  როგორ უნდა წაიკითხონ უკვე არსებული სქემები, როგორ შეარჩიონ ქაღალდი სამუშაოდ, პირველი გედი,  თავად შექმიან მარტივ ფიგურებს, მოაწყობენ გამოფენას, ფოტოკოლაჟს, პრეზენტაციებს.
მონაწილეთა ასაკი: 6-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები თითოეულ კლასში იმუშავებენ ჯგუფებში, ცალკეულ ჯგუფებში განაწილდება შესასრულებელი ამოცანები - მოიპოვებენ ორიგამის ისტორიის, ქაღალდის შექმნის, ცნობილი ორიგამისტების ცხოვრების შესახებ ცნობების მოძიება, პრეზენტაციების, სლაიდშოუს მოწყობა. 
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
მათემატიკა - ბრტყელი ფიგურისაგან სივრცული ფიგურების შექმნის ხელოვნება, გეომეტრიული ფიგურების გაცნობა, მათი თვისებების შესწავლა
ისტორია - ისტორიული ფაქტების შესწავლა, გაეცნობიან ქაღალდის შექმნის ისტორიას, ადამიანის წვლილს ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების განვითარებაში.
ხელოვნება - გეომეტრიის, სიმეტრიის მაგალითები არქიტექტურაში, ფერწერაში.
იტს - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ-ს საშუალებით მათი დემონსტრირება. 
პროექტის ფასილიტატორი: ნანა კენჭოშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nkencho@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий