пятница, 11 июля 2014 г.

INTEL-ის ტრენინგი „პროექტებით სწავლება"




ჩემი პროექტი - „პროცენტები ჩვენს ირგვლივ“

------------------------------------------------------------------------------------------------------------
11.07.14. მეცხრე დღის რეფლექსია

დღის წესრიგი:

  • პროექტის პორტფოლიოს გადახედვა და სრულყოფა;
  • პორტფოლიოს ატვირთვა ინტერნეტში;
  • პროექტების პრეზენტაცია;
  • რეფლექსია ბლოგზე;

ტრენინგი დავიწყეთ მისალმებით. შემდეგ გადავხედეთ კიდევ ერთხელ პორტფოლიოს.  გავეცანით my drive-ში მნიშვნელოვან ტექნიკურ ნიუანსს, კერძოდ ,,დრაივ''-ში ატვირთულ ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა.
ავტვირთეთ პორტფოლიო ინტერნეტში, ინტელის სასწავლო კურსის ბლოგზე განვათავსეთ ტრენინგის განრიგი და სასწავლო მასალა.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს  გავაცანით განხორციელებული პროექტები. ვიმუშავეთ რეფლექსიაზე და ტრენინგის დროს შექმნილი ბლოგი გადავიტანეთ ჩემს მთავარ გვერდზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ტრენერს, ბ-ნ ავთანდილ ცნობილაძეს
  • პროფესიონალიზმისთვის;
  • ენთუზიაზმისთვის;
  • ოპტიმიზმისთვის;
  • ,,შესაშური'' ენერგიისთვის;
  • ერთი აქტივობიდან მეორეზე დროულად და უპრობლემოდ გადასვლისთვის;
  • ჯანსაღი ფსიქიკისა და ურთიერთობისთვის;
  • ხალისისა  და სიყვარულისთვის.



------------------------------------------------------------------------------------------------------------
09.07.14. მერვე დღის რეფლექსია

დღის წესრიგი:

  • ფასილიტაციის ნიმუშების შექმნა;
  • პორტფოლიოს გადახედვა ჩეკ-ლისტის მიხედვით

გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. ვისაუბრეთ კითხვის დასმის ხელოვნებაზე მოსწავლეთა  მაღალი სააზროვნი უნარებისა და ჩართულობის წახალისებისთვის. ვისაუბრეთ ისტ -ის სტანდარტის შესახებ  პედაგოგებისათვის.  შევქმენით ფასილიტაციის რესურსები. ვისაუბრეთ წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელების შესახებ. ასევე განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
07.07.14. მეშვიდე დღის რეფლექსია

დღის წესრიგი:

  • სასწავლო პროექტის დროს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება;
  •  დამხმარე მასალის მომზადება განსხვავებულ საჭიროებების მოსწავლეებისთვის;
  • გეგმის დახვეწა-სრულყოფა.
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. შემდეგ გაგვაცნო დღის წესრიგი. თეორიული მასალის გაცნობამდე ზოგიერთ ტექნიკურ საკითხს შევეხეთ, კერძოდ ბლოგზე დავაყენეთ საათი. შემდეგ განვიხილეთ მოდული 6-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. აქტივობა 1- ყველა მოსწავლის საჭიროებათა გათვალისწინება. 
        გავეცანით დიფერენცირებულ სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს:შინაარსი,  პროცესი,  პროდუქტები,  სასწავლო .
                      ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შევსებასა და დახვეწაზე, დამრჩა საკითხები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად უნდა განვიხილო.
ტრენინგის ბოლოს გავიმეორეთ ფოსტის დრაივში დოკუმენტის ატვირთვა და ვისწავლეთ მისი გადატანა ბლოგზე ლინკის სახით.      
------------------------------------------------------------------------------------------------------------
04.07.14. მეექვსე დღის რეფლექსია 

დღის წესრიგი:
  •   5 მოდული;
  • მოსწავლის ნიმუშების შეფასების რუბრიკა;
  • პრეზენტაცია;
  • ოტოალბომის შექმნა და ბლოგზე გადატანა.

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის სამუშაოს გასენებით. შემდეგ განვიხილეთ 5 მოდულის 1 აქტივობის მესამე ნაბიჯი -განმავითარებელი შეფასება. ჩემი დაინტერესება გამოიწვია პროექტის შეფასების რუბრიკამ. აქტივობა-2: მოსწავლეთა ფორმების შედგენა,  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის განვიხილეთ მიზნების დასახვის მახასიათებლების ოთხი დონე. დავათვალიერეთ შეფასების ნიმუშები და დავაკონკრეტეთ, რომ რასაც აკეთებს მოსწავლე -მისი შეფასების რუბრიკა უნდა შეიქმნას. პირადად მე ვიმუშავე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე. პარალელურად ტექნიკური საკითხებიც გაგვახსენა ტრენერმა, მაგ.: ცხრილის უჯრის ფერის შეცვლა.
  
Pover point-ში ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე -,,ზნეობის გმირები''-თან დაკავშირებით, შეფასების რუბრიკის შესაბამისად.
 ვისწავლეთ ფოტოალბომის შექმნა(ყდის სურათის არჩევა, სურათის წაშლა, ბლოგის წაშლა) და მისი გადატანა ბლოგზე.

------------------------------------------------------------------------------------------------------------
02.07.14. მეხუთე დღის რეფლექსია 

დღის წესრიგი:

1.საავტორო უფლებები;
 2. მოსწავლის ნიმუშების განხილვა;
3. ბლოგის ინსტრუმენტების გარჩევა.
  
ტრენერმა  მონაწილეებთან ერთად მიმოიხილა წინა დღის მასალა. გაგვაცნო დღის წესრიგი. განვიხილეთ მოდული 3-ე- კავშირები. ინტერაქტიური გამოკითხვით ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. განვიხილეთ -წყაროს ციტირება, ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის, ინტერნეტის კავშირი მსოფლიოსთან, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება და ა.შ.
 შემდეგ გავითავისეთ მოსწავლის როლი. დავალების შესრულებამდე დავათვალიერეთ ინტელის სასწავლო კურსის რესურსებში მოსწავლეთა  ნიმუშები.


------------------------------------------------------------------------------------------------------------
30.06.14. მეოთხე დღის რეფლექსია

დღის წესრიგი:

  • დროში გაწერილი შეფასების შედგენა;
  • პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა;
  •  პრეზენტაციის  გადატანა ბლოგზე;
ტრენინგი დავიწყეთ მისალმებით. 
მოკლედ მიმოვიხილეთ წინა ტრენინგის მასალა.შემდეგ დავუბრუნდით დღის წესრიგს. ტრენერმა დასვა მთავარი შეკითხვა-პროექტზე მუშაობის დროს რა მომენტში- რას ვაფასებთ. წავიკითხეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. დავამუშავეთ ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება''. ეს დოკუმენტი განმარტავს მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასებას. ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე, შევავსე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე ანალიზი.pover point-ის პროგრამაში შევქმენი ჩემს მიერ არჩეული პროექტის პრეზენტაციაზე  და გადავიტანე ბლოგზე.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

29.06.14. მესამე დღის რეფლექსია

დღის წესრიგი: მოდული 2 სასწავლო პროექტის დაგეგმვა

  • სტანდარტის დადგენა
  • პროექტის მიზანი
  • მიმარტულების მიმცემი საკვანზო საკითხების შემუშავება და განხილვა
  ტრენინგი დავიწყეთ მისალმებით. გავიმეორეთ წინა დღის მასალა. დავამუშავეთ საკითხავი ნაწილი.  განვიხილეთ არჩეული პროექტის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტი. სტანდარტიდან გამომდინარე შევიმუშავეთ პროექტის მიზანი. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები- ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ხასიათის.  საკუთარ საქაღალდეში შევინახეთ პროექტის გეგმა, ბლუმის ტაქსონომია, საკვანძო კითხვებისთვის რჩევები, საკვანძო კითხვების მაგალითები, დავზიპე საქაღალდე  და შევინახე ფოსტაზე.
 ტექნიკური თვალსაზრისით ვიმუშავეთ ბლოგის გვერდების შექმნაზე 

Комментариев нет:

Отправить комментарий