пятница, 11 июля 2014 г.

Intel

INTEL-ის ტრენინგი „პროექტებით სწავლება"




ჩემი პროექტი - „პროცენტები ჩვენს ირგვლივ“

------------------------------------------------------------------------------------------------------------
11.07.14. მეცხრე დღის რეფლექსია

დღის წესრიგი:

  • პროექტის პორტფოლიოს გადახედვა და სრულყოფა;
  • პორტფოლიოს ატვირთვა ინტერნეტში;
  • პროექტების პრეზენტაცია;
  • რეფლექსია ბლოგზე;

ტრენინგი დავიწყეთ მისალმებით. შემდეგ გადავხედეთ კიდევ ერთხელ პორტფოლიოს.  გავეცანით my drive-ში მნიშვნელოვან ტექნიკურ ნიუანსს, კერძოდ ,,დრაივ''-ში ატვირთულ ერთი საქაღალდიდან მეორეში გადატანა.
ავტვირთეთ პორტფოლიო ინტერნეტში, ინტელის სასწავლო კურსის ბლოგზე განვათავსეთ ტრენინგის განრიგი და სასწავლო მასალა.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს  გავაცანით განხორციელებული პროექტები. ვიმუშავეთ რეფლექსიაზე და ტრენინგის დროს შექმნილი ბლოგი გადავიტანეთ ჩემს მთავარ გვერდზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ტრენერს, ბ-ნ ავთანდილ ცნობილაძეს
  • პროფესიონალიზმისთვის;
  • ენთუზიაზმისთვის;
  • ოპტიმიზმისთვის;
  • ,,შესაშური'' ენერგიისთვის;
  • ერთი აქტივობიდან მეორეზე დროულად და უპრობლემოდ გადასვლისთვის;
  • ჯანსაღი ფსიქიკისა და ურთიერთობისთვის;
  • ხალისისა  და სიყვარულისთვის.

четверг, 12 июня 2014 г.

ეროვნული კონფერენციის გამოძახილი

მართლაც საოცარი მუხტის მატარებელი გამოდგა ჩვენი შეხვედრა ჩაქვში, პედაგოგთა I ეროვნულ კონფერენციაზე.